2020

აკუდამა დრაივი

Studio Pierrot
12 ეპიზოდები · TV Completed
7.4

კანსაის მღელვარე მეტროპოლისი, სადაც კიბერნეტული ეკრანები იშლება ნეონის დანდშაფტზე, ერთი შეხედვით ტექნოლოგიურ უტოპიად შეიძლება გამოიყურებოდეს. თუმცა კაშკაშა განათებული შენობები გარშემო ვნელ შესახვევებში, მიუტევებელი კრიმინალი მაინც არსებობს გაქცეულთა სახით, რომლებსაც “აკუდამებს” უწოდებენ. პოლიცია იწყებს 999 ადამიანის მკვლელობაში დამნაშავე აკუდამის “მკვლელის” საჯაროდ დასჯას. თუმცა, ამავდროულად იდუმალი შეტყობინება ეგზავნება რამოდენიმე ელიტურ აკუდამას, რომელიც ითხოვს მკვლელის გათავისუფლებას სოლიდური თანხის სანაცვლოდ. უხილავი ხელი ცდილობს ამ სახიფათო ადამიანების ერთ ადგილზე შეგროვებას, ამით სიკვდილით დასჯა სრულფასოვანი გახდება.

მე ვდგავარ მილიონ გვამზე

Maho Film
12 ეპიზოდები · TV Completed
6.4

იოცუია იუსუკე თავის კლასელებთან, შინდუ იუსა და ჰაკოზაკი კუსუესთან ერთად გადაიყვანეს უცნაურ და უცნობ სამყაროში, რომელიც დასახლებულია მითოლოგიური არსებებით. ახალ სამყაროში ისინი ხვდებიან ვიღაცას, ვინც თავის თავს თამაშის მასტერს უწოდებს. ის გმირებს დროში შეზღუდულ დავალებას აძლევს. მისიაში დასახმარებლად შინდოუს და ჰაკოზაკის მირებული ჰქონდათ ჯადოქრისა და მეომრის როლები, ხოლო იოცუიას შემთხვევითობის პრინციპით მიენიჭა … ფერმერის როლი?! ასე დაიწყო ავანტიურისტების საშინელი ცხოვრება სამი მოსწავლისთვის, რომლებსაც ახლა არჩევანი აღარ აქვთ, გარდა იმისა , რომ შეასრულონ დავალება ფანტაზიის სამყაროში თუ მათ სურთ დარჩნენ ცოცხლები და დაიცვან რეალური სამყარო დემონებისა და მონსტრებისგან.

მილიონერი დეტექტივი ბალანსი: უსაზღვრო

11 ეპიზოდები · TV Completed
7.3

საგანგებო აქტივების მქონე დეტექტივი დაისუკე კანბე დანიშნულია თანამედროვე დანაშაულის პრევენციის შტაბში, სადაც მხოლოდ ისინი არიან გაგზავნილი, ვინც მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტს პრობლემები შეუქმნეს. იქ, დაისაკი ჰარუ კატოს მეწყვილეა. ჰარუს არ მოსწონს დაისუკეს მატერიალური გზები, რადგან თვლის, რომ ფული ყველაფერი არ არის. ორი დეტექტივი როგორმე უნდა შეეგუოს ერთმანეთს, ამავდროულად გამოიძიონ რთული კრიმინალური თავსატეხები.

პატრიოტი მორიარტი

Production I.G
24 ეპიზოდები · TV Ongoing
7.7

მე-19 საუკუნის ბოლოს დიდი ბრიტანეთი გახდა ყველაზე დიდი იმპერია მსოფლიოში. წარმატების უკან იმალება, ერის ხისტი ეკონომიკური იერარქია, ის კარნახობს ადამიანის სიცოცხლის ღირებულებას მხოლოდ სტატუსსა და სიმდიდრეზე დაყრდნობით. გასაკვირი არ არის, რომ სისტემა უპირატესობას არისტოკრატიას ანიჭებს და მშრომელთა კლასის წარმომადგენლებს აკნინებს. უილიამ ჯეიმს მორიარტი, მოარიარტის ოჯახის მეორე ვაჟი, ცხოვრობს როგორც ჩვეულებრივი დიდგვაროვანი, ასევე ხალხს კონსულტაციას უწევს და ეხმარება მათ პრობლემების მოგვარებაში. თუმცა, გულის სიღრმეში მას სურს გაანადგუროს ამჟამინდელი სტრუქტურა, რომელიც დომინირებს ბრიტანეთის საზოგადოებაში. მის ძმებთან ალბერტთან და ლუისთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რომ შეცვალოს ბინძური სამყარო, რომელშიც ცროვრობენ თუნდაც ამისთვის სისხლის დაღვრა იყოს საჭირო.